დისტანციური
სახელმძღვანელო ფიზიკურად ჩამოდის ბრიტანეთიდან. ხელმისაწვდომია ყველა პროგრამაზე.
📄 ბევრ პროგრამაზე სახელმძღვანელო ხელმისაწვდომია სოფტქოფის (ელექტრონული ვერსიის) სახითაც.
კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში 2005 წლიდან
170+ საერთაშორისო პროფესიული პროგრამა სამ საფეხურზე — დააწკაპუნეთ ნებისმიერ პროგრამაზე სრული აღწერისთვის.
ბრიტანეთის განათლების სისტემის მე-4 პროფესიული დონე — მენეჯერული და საზედამხედველო კომპეტენცია. ერთი პროგრამა უდრის ერთ ახალ პროფესიას.
ბუღალტერია, ფინანსები და საბანკო საქმე
ბიზნესი, დაზღვევა და სამართალი
ეკონომიკა, კომერცია და ვაჭრობა
მენეჯმენტი, ადმინისტრირება და ლიდერობა
მარკეტინგი, გაყიდვები და რეკლამა
HR, ორგანიზაცია და სწავლება
ტურიზმი და სტუმართმასპინძლობა
ინგლისური, მდივნობა და კომუნიკაცია
სწავლება სრულად დისტანციურია — ლექციები არ ტარდება. აირჩიეთ კლასიკური დისტანციური ან ახალი ციფრული ფორმატი და ისწავლეთ თქვენი ტემპით.
სახელმძღვანელო ფიზიკურად ჩამოდის ბრიტანეთიდან. ხელმისაწვდომია ყველა პროგრამაზე.
📄 ბევრ პროგრამაზე სახელმძღვანელო ხელმისაწვდომია სოფტქოფის (ელექტრონული ვერსიის) სახითაც.
სრულად ციფრული ფორმატი — მასალები ხელმისაწვდომია მომენტალურად.
💻 ონლაინ ხელმისაწვდომია 8 პროგრამა: Accounting & Finance in Business & Management, Advanced Management & Administration, Business Management & Administration, Commercial Practice & Law, Health & Safety in the Workplace, Logistics, Materials & Supply Chain Management, Management & Administration, Project Leadership & Management.
საგამოცდო მასალები ხელმისაწვდომია მომენტალურად, პაროლით დაცული უსაფრთხო ბმულით (password-protected link). გამოცდა ჩააბარეთ დისტანციურად, თქვენთვის ხელსაყრელ დროს.
რეგისტრაცია და გადახდა
სახელმძღვანელოს ჩამოტანა
სწავლის პროცესი
აპლიკანტის სურვილის მიხედვით.
გამოცდის ჩაბარება
დიპლომის მიღება ბრიტანეთიდან
ორივე ფორმატში დიპლომი ფიზიკურად ჩამოდის ბრიტანეთიდან.
კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯს საქართველოში 2005 წლიდან საგანმანათლებლო ცენტრი One World წარმოადგენდა. ამ ხნის განმავლობაში ათასობით ადამიანს დავეხმარეთ კარიერულ წინსვლაში, კვალიფიკაციის ამაღლებასა და ახალი პროფესიის დაუფლებაში. გარკვეული პაუზის შემდეგ, დავბრუნდით განახლებული ენერგიითა და უამრავი სიახლით! ამიერიდან, კოლეჯს ახალი ბრენდი — CIC Georgia წარადგენს.
Cambridge International College-ს აქვს ყველა პრესტიჟული საერთაშორისო აკრედიტაცია და აღიარება, მათ შორის მსოფლიოში ყველაზე დიდი აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანოს, ASIC-ის აკრედიტაცია. კოლეჯის პროგრამები უნიკალურია საქართველოს ბაზარზე — ერთი პროგრამა უდრის ერთ ახალ პროფესიას და საერთაშორისო კვალიფიკაციას ბიზნეს ადმინისტრირების ნებისმიერ დარგში.
კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯის საერთაშორისო დიპლომებს კატეგორიები მინიჭებული აქვთ დიდი ბრიტანეთის მთავრობის განათლებისა და პროფესიული მომზადების დეპარტამენტის მიერ და უტოლდება დიდ ბრიტანეთში აკრედიტირებულ კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში გაცემულ პროფესიული კვალიფიკაციის დამადასტურებელ დიპლომებს. დიპლომები შეესაბამება ბრიტანეთის განათლების სისტემის British National Framework დონეებს — Level 4, Level 5, Level 6, Level 7, Higher National Diploma (HND) და National Vocational Qualification (NVQ).